გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის მთავარი თემა
ოპტიკა
კლასი/სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური/ IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
15 მოსწავლე (სსსმ არ მყავს)
გაკვეთილის მიზანი
გაკვეთილის მიზანია ზოგადი ოპტიკური მოვლენების გაცნობა, სხივთა სვლა პრიზმაში, თვალის აგებულება, შორსმხედველობა და ახლომხედველობა, გამოსახულების აგება  ბრტყელ სარკეში.
შედეგი
ფიზ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი
განიხილავს სხივთა სვლას სხვადასხვა ოპტიკურ სისტემაში, იყენებს შესაბამის ფორმულებს და აღწერს გამოსახულების მიღებას. ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს, ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.
წინასწარი ცოდნა
სხივების დაცემის, არეკვლისა და გარდატეხის კანონები
საკლასო მენეჯმენტი
1. გაკვეთილს ვიწყებ სიის ამოკითხვით (2 წთ);
2. გადავდივარ „გონებრივ იერიშზე“, ვკითხულობ განვლილ მასალას და ვიწყებ ახლის ახსნას.(5 წთ);
 3. ვასწავლი ბავშვებს 3 მოსახერხებელი სხივის გამოყენებას გამოსახულების ასაგებად და მრავალ სხვა წვრილმან დეტალს (30 წთ);
4. შემდეგ რამდენიმე შეკითხვით ვამოწმებ, როგორ გაიგეს ახალი მასალა (5 წთ);
5.  ვაძლევ დავალებას და ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია თვალზე, ახლომხედველობა-შორსმხედველობაზე (3 წთ);
სასწავლო რესურსები
წიგნი, რვეული, სახაზავი, ფანქარი,  დაფა, ცარცი, კალამი.
შეფასება
რადგან ოპტიკა სასწავლო წლის ბოლო თავია, ვწერ განმსაზღვრელ შეფასებას.

No comments:

Post a Comment